სასამართლოდან გათავისუფლებული აქტივისტი პირდაპირ რუსთაველზე მიდის

01:11 11-20-2019
35

მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთი წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი სასამართლოდან ამ წუთებში გამოუშვეს. ის აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია. ბიზინაშვილი სასამაღტლოს ეზოში აანონსებს, რომ ის პირდაპირ რუსთაველის გამზირზე წავა და მომიტინგეებს შეუერთდება.

„არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა ბრალდების მხარეს,  სასამართლო იძულებული გახდა, გამოვეშვით. აქედან პირდაპირ რუსთაველზე მივდივარ და მომიტინგეებს შევუერთდები“ - აცხადებს დიმიტრი ბიძინაშვილი.

„პრაიმტაიმს“ მოძრაობა „შეცვალეს“ ლიდერი, ნიკა ნოზაძე ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ მისი მოძრაობის წევრის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„მართალია, ხვალ განახლდება დაკავებულების პროცესი, მაგრამ სასამართლო იზულებული გახდა, დღეს სასამარტლოდან სხვა დაკავებულებთან ერთად დიმიტრი ბიძინაშვილი გამოეშვათ. მათ წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.“ - აცხადებს ნიკა ნოზაძე.