სასამართლოს ეზოში ბიჭმა თავის დაწვის მიზნით ბენზინი გადაისხა

23:43 11-19-2019
1134

27 წლის ლაშა ჭიღლაძემ, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრია, საქალაქო სასამართლოს ეზოში თვითმკვლელობის მიზნით, ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.

ლაშა ჭიღლაძე სამართალდამცავებმა ადგილიდან უკვე გაიყვანეს.

„ლაშა სამოქალაქო აქტივისტია. მან უკანონობის გამო, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და ბენზინი გადაისხა. მას იარაღის ჩადებით ემუქრებოდნენ.“ - ამბობს შემთხვევის თვითმხილველი.

დავით ქაცარავას ინფორმაციით, ლაშა ჭიღლაძე აგვისტოს ომის ვეტერანია და ის 2 წელია, რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობას შეუერთდა.

„ლაშამ სოციალურ ქსელში პოსტი დადო, რომ ის პარლამენტის წინ აპირებდა ბენზინი გადაესხა და ამის შემდეგ  ვთხოვე, აქ მოსულიყო. აქამდე მსგავსი მცდელობა არ ჰქონია. ეს ის ფონია, რაც საზოგადოებაში ხდება -  უკანონო  პატიმრობები“ - აცხადებს დავით ქაცარავა.

სოციალურ ქსელში დავით ჭიღლაძე 2 საათის წინ წერდა, რომ ის ლაივ რეჟიმში საწვავს გადაისხამდა. ის საწვავით სავსე ბოთლის ფოტოსაც აქვეყნებს. 

„ვაპირებ საწვავი გადავისხა ესენი უნდა გავაბანძო უარესად მო*****ნთ ოცნება ახლა მიყურეთ თქვენ უარესად უნდა გაგაბანძოთ ამას გავაკეთებ ლაივში როგორ მემუქრებით იარაღის ჩადებით განახებთ თქვენ“ - წერს დავით ჭიღლაძე.