ვერ მოგვაყრით მიწას - #სირცხვილია 25 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს

21:20 11-19-2019
49

#სირცხვილიას ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ ორშაბათს, 25 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირება ისევ იგეგმება. ამის შესახებ მან აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

„ვერ მოგვაყრით მიწას, ვერ დაგვამარცხებთ... გაგვწევთ, მაგრამ მაინც მოვალთ, ვერ დაგვამარცხებთ და თქვენ აღარ დაგრჩებათ სხვა საზრუნავი, გარდა იმისა, რომ უზრუნველყოთ თქვენი დებილი დეპუტატების შეყვანა პარლამენტში“,- თქვა დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, მოქალაქეებს ოპოზიციური პარტიები მიმდინარე კვირის სამოქმედო გეგმებს თავად გააცნობენ.

მოძრაობა #სირცხვილია კი თბილისის გარეთ დაგეგმილ აქტივობებს აუქმებს.