ცოდვის მიმართ ტოლერანტები ვერ ვიქნებით, ტოლერანტობა ჩვენგან უნდა ისწავლოს ევროპამ - მეუფე პეტრე

20:39 11-19-2019
84

ტოლერანტობა ალბათ ჩვენგან უნდა ისწავლოს ევროპამ. შეგვიძლია ტოლერანტობაში მაგალითი მოგცეთ. მრავალი საუკუნეა თბილისის ცენტრში ყველა სალოცავია. ცოდვის მიმართ ტოლერანტები ვერ ვიქნებით, ამის შესახებ მეუფე იაკობმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„რასაც უფალი დაუშვებს, ჩვენ მზად ყველაფრისთვის ვართ. ამერიკაშიც ვიყავით. დღეს ბრიუსელში ვართ და ხედავთ ჩვენს მეგობრობას. მრევლიც ისეა, რომ პრობლემებამდე საქმე არ მიგვყავს, თუ შენდობას ვითხოვთ. ტოლერანტობა ალბათ ჩვენგან უნდა ისწავლოს ევროპამ. შეგვიძლია ტოლერანტობაში მაგალითი მოგცეთ. მრავალი საუკუნეა თბილისის ცენტრში ყველა სალოცავია. გენეტიკურად ტოლერანტები ვართ. ცოდვის მიმართ ტოლერანტები ვერ ვიქნებით. მეც რომ ცუდი საქმე გავაკეთო, მაშინ ესეც დასაძრახია. სხვებზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ. ჩემი საქმე არაა სხვას მოვუწოდო როგორ იცხოვროს და თავად თუ მკითხავს, მაშინ მოვახსენებ ჩემს აზრს. მოლდოვასაც, უკრაინასაც და საქართველოსაც დაუჭირეთ მხარი. გავა დრო და ჩვენ ღირსეულად მოვემზადებით. ჩვენი სახით ერთი ღირსეული წევრი შეგემატებათ ევროკავშირში. ეს არის თავისუფალი ქვეყნების თავისუფალი კავშირი. როგორც მრავალშვილიანი ოჯახია ძალიან კარგი, ასევე საქართველოს და უკრაინის შეერთებაც კარგი იქნება. ნატო არის ჩვენი არჩევანი. მოსახლეობის უმრავლესობას სურს გაწევრიანება ნატოში. მთავარია ნატოც ჩამოყალიბდეს. იქაც დაიხვეწება ყველაფერი და კითხვებს ჩვენთანაც არ დატოვებს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.