ვერცხლის ქუჩაზე მოკლული ზვიად ჯაფარიძის საქმეზე 5 დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლდა

20:13 11-19-2019
329

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებული სასამართლო დარბაზიდან, აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდა. მათ წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. 

ადვოკატის განმარტებით, სასამართლო განხილვების 9-თვიანი ვადა მალე გადიოდა, ამასთან, საქმის მსვლელობამ სასამართლოში გამოკვეთა, რომ დაკავებული პირების ბრალდება არასწორად მოხდა.

„დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მაღალი ალბათობით, უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან არასწორად მოხდა მათი ბრალდება იმ 5 პირის მიმართ, რომლებიც დღეს სასამართლომ გაამართლა. რაც შეეხება მეექვსე ძებნილ პირს, მისი საქმე ამ საქმისგან გამოყოფილად მიმდინარეობს“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

ვერცხლის ქუჩაზე 50 წლის ზვიად ჯაფარიძე 19 თებერვალს მოკლეს. მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა. ლაშა სიხარულიძე, მისი ბიძა და სამი მეგობარი პოლიციამ 21 თებერვალს დააკავა. მთავარი ფიგურანტი, 40 წლის კაცი, ვინც, სავარაუდოდ, ჯაფარიძეს ესროლა. ამ დრომდე ძებნილია.