პრეზიდენტი ჟურნალისტებს რეზიდენციაში ექსკურსიაზე ეპატიჟება

17:33 11-19-2019
338

დეკემბრის თვეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში სასახლის დათვალიერების მიზნით მედიატური იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ პრეზიდენტის საზოგადოების ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

ჩვენ დავინტერესდით, დაინიშნა თუ არა მედიატური კონკრეტულად ანტიკვარიატის დასათვალიერებლად, რაზეც უწყებაში განგვიცხადეს, რომ ტური დიდი ხნით ადრე დაიგეგმა და მიზნად მთლიანად სასახლის დათვალიერებას ისახავს.

ცნობისთვის, IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ათონელზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ანტიკვარული ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების შეძენაზე 1 199 558 ლარი დაიხარჯა, 255 000 ლარი რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას მოხმარდა.