გლდანში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობენ

17:16 11-19-2019
165

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და  თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის ფაქტები გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასილ კვერნაძის თქმით, ხორცი რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გლდანში, ეგრეთ წოდებული თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის განთავსებისა და რეალიზების შემთხვევები გამოვლინდა.

უწყებებმა გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს, კერძოდ, ხორცი რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს“,- განაცხადა ვასილ კვერნაძემ.