პაატა ცაავა ეხებოდა პატრიარქს და უყვიროდა, რამდენიმე მღვდელმთავარი იძულებული გახდა, წინ დამდგარიყო - მეუფე ნიკოლოზი

16:40 11-19-2019
290

ხელის შეხება არ იყო. ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა ტანსაცმელში მოჰკიდა პეტრეს ხელი რომ გამოეწია, რადგან ის ეხებოდა პატრიარქს და უყვიროდა, - ტვ პირველის ეთერში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი სინოდის ხმაურიანი სხდომის დეტალებს იხსენებს.

„ტყუილ-მართალი ერთმანეთში არეულია. პატრიარქმა პეტრეს რამდენჯერაც მიმართა და ჰკითხა, რატომ აყენებდა შეურაცხყოფას, პეტრემ დაიწყო, რომ „არ გაყენებთ შეურაცხყოფას“, შემდეგ „არ მინდოდა შეურაცხყოფის მოყენება“ და თუ ასე გამომივიდა, ბოდიშს მოვიხდიო - მართლა დაჩოქებას აპირებდა. მე წამოვხტი, გავაჩერე და ვუთხარი: არ დაიჩოქოთ ,თუ შეიძლება, რაღაცას გეტყვით, მომისმინეთ და შემდეგ დაიჩოქეთ-მეთქი. ვუთხარი, თქვენ არ გეკითხებიან რატომ, ეს არის კითხვის ფორმით წამოყენებული ბრალდება თქვენს მიმართ, ეს არის რიტორიკული შეკითხვა, მოგვეცით ახსნა-განმარტება და თქვენ ამას არ აკეთებთ - აქვს ერთადერთი პასუხი, თუ შენ არ გინდოდა შეურაცხყოფა და გამოგივიდა, უნდა მოიხადო ბოდიში. მართლა დაიწყო რაღაცის კითხვა, ყოველ მეორე სიტყვაში შეურაცხყოფას აყენებდა პატრიარქს. 

ხელის შეხება არ იყო. ერთ-ერთმა მღველმთავარმა ტანსაცმელში მოჰკიდა ხელი რომ გამოეწია, რადგან ის ეხებოდა პატრიარქს და უყვიროდა. ისე უყვიროდა პატრიარქს, რომ რამდენიმე მღვდელმთავარი იძულებული გახდა წინ დამდგარიყო. მერე ვიღაცამ გამოსწია, მეც მივედი და გამოვწიე. გარემოცვა გავუკეთეთ და ვუთხარით, რომ გასულიყო და გავიდა“, - ამბობს მეუფე.

31 ოქტომბერს სინოდის სკანდალური სხდომა გაიმართა. სხდომიდან ყველაზე პირველი პეტრე  ცაავა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.  

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“,– აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.