ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს - კახა ოქრიაშვილი (ვიდეო)

16:26 11-19-2019
660

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის თქმით, მოსახლების უმრავლესობამ არ იცის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების ნაკლი და უპირატესობა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს რომ გამოვიკვლიოთ ჩვენს მოსახლეობაში, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა არის ცუდი, აგრეთვე პროპორციულში, 99 პროცენტი ვერ გვიპასუხებს. იმიტომ, რომ ვერ ერკვევა“,- ამბობს კახა ოქრიაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, გუნდშიც არიან თუ არა ისეთები, ვინც არ იცის მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემას შორის განსხვავება, დეპუტატი პასუხობს:

„დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტიც ბევრი მინახავს. ასე რომ, პროვოკაციულ კითხვებს თავი დაანებე“,- უთხრა ჟურნალისტებს ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, IRI-ის კვლევაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის 80% საქმის კურსშია, თუ რას ნიშნავს პროპორციული სისტემა.