ერთი კაცი არ გამოესარჩლა ამ კრიმინალებს, 7 ნოემბერს კი დარბევის შემდეგ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა - ნანა კაკაბაძე

15:28 11-19-2019
1128

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, გუშინ ქართულმა საზოგადოებამ სახელმწიფოებრივი აზროვნების დონე აჩვენა.

„გუშინდელი დღე არა მარტო ხელისუფლების მხრიდან ჩატარებული სანიმუშო ოპერაცია იყო, როგორ უნდა მოხდეს კანონის დაცვა და წესრიგის დამყარება, არამედ პირდაპირ შედარებითი ანალიზი, საზოგადოება რამდენად სახელმწიფოებრივად აზროვნებს, განსხვავებით ვაი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ოპოზიციას ეძახიან საკუთარ თავს და მოკლებულები არიან სახელმწიფოებრივ აზროვნებას“,- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

მან გუშინ განვითარებულ მოვლენებსა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს შორის პარალელი გაავლო და თქვა, რომ მაშინ საზოგადოებამ დაინახა, რომ დარბევა იყო ხალხის წინააღმდეგ.

„7 ნოემბერს, როდესაც მენაგვეების ფორმაში გადაცმულმა სპეცრაზმელებმა ის 6 ადამიანი დაარბია, რომლებიც პარლამენტის წინ ისხდნენ, ამას მოჰყვა 200 000 ადამიანის გამოსვლა ქუჩაში. მაშინ საზოგადოებამ დაინახა, რომ დარბევა იყო ხალხის წინააღმდეგ.

ახლა კი ქართველმა ხალხმა არა მარტო ვიგინდარა ოპოზიციონერებს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ არც ერთი ადამიანი არ გამოსულა ოპოზიციის მხარდასაჭერად აქციის დაშლის შემდეგ. საზოგადოება დადგა ხელისუფლების პოზიციაზე. ამით ის ხელისუფლების მომხრე კი არ არის, ხალხი იდგა სახელმწიფოებრივ პოზიციაზე.

ერთი კაცი არ გამოესარჩლა ამ კრიმინალებს. ეს იყო ლუსტრირება იმის, რომ საზოგადოება დღეს გაცილებით სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ვიდრე ვიგინდარა პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო იდგნენ.

გუშინ ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საზოგადოება აღმოჩნდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ვიდრე ეს მარგინალები პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ხალხი“,- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.