მაინც გავანგრევთ...! - მიხეილ სააკაშვილი გიორგი რურუას დაკავებას ეხმიანება

12:41 11-19-2019
144

ძალიან მაგარი კაცია გიორგი და საქართველოს დიდი პატრიოტი, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი რურუას დაპატიმრების ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც ის „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გახდა. 

„გიორგი რურუაზე ივანიშვილმა ეგრევე გასცა დაპატიმრების ბრძანება მას შემდეგ, რაც ის „მთავარი არხის“ აქციონერი გახდა. მაშინ ვერაფერი მოიფიქრეს და გუშინ დაიჭირეს იარაღის ჩადებით. ძალიან მაგარი კაცია გიორგი და საქართველოს დიდი პატრიოტი. მაინც გავანგრევთ ივანას და მის ბანდას!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა პოლიციამ გუშინ დააკავა. არსებული ინფორმაციით, სამართლადამცავები რურუას იარაღის უაკნონო ტარება შენახვას ედავებიან.