ეჭვი მაქვს, პოლიციელთა პოზიციის გარდა, სხვა მტკიცებულება არ იქნება - აქციაზე დაკავებულის ადვოკატი

12:06 11-19-2019
44

გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი დაკავებული, „ახალი საქართველოს“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძეა.

როგორც მისი უფლებადამცველი, ვახტანგ იაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, მას, სავარაუდოდ, პოლიციისთვის „დაუმორჩილებლობას და წინააღმდეგობის“ გაწევას ედავებიან.

„დღეს განხილული იქნება, ჩაიდინა თუ არა ადმინისტრაციული გადაცდომა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ პოლიციელთა პოზიციის გარდა, სხვა რაიმე მტკიცებულება არ იქნება. დიდი ხანია ამ სასამართლოსგან რაიმე დადებითის მოლოდინი არ მაქვს. კონკრეტულად წინააღმდეგობის გაწევას და დაუმორჩილებლობას ედავებიან. მაგრამ ესეც გადმოცემით ვიცი, რადგან მასთან შეხვედრის საშუალება არ მომეცა“,- აცხადებს იაშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში, გუშინ, პარლამენტთან დაკავებულების პროცესი გაიმართება. ბოლო ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულია 37ადამიანი. მათ შორის, ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი, ასევე ზუკა ბერძენიშვილი.