ხელჩართულ ჩხუბსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა საქართველოსა და სლოვაკეთის ოცდაერთწლამდე ფეხბურთელების მატჩი. მატჩის დასასრულს, 94-ე წუთზე, როდესაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბურთის ასაღებად გაემართა, ერთ-ერთმა სლოვაკმა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იყო, მას ფეხი წამოუდო. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ სამწვრთნელო შტაბები.
ინციდენტის შემდეგ შეხვედრის არბიტრმა სათადარიგო სკამიდან რამდენიმე ფეხბურთელი და მწვრთნელი გააძევა.
სიტუაციის დამშვიდების შემდეგ მატჩი გაგრძელდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო წუთებში გოლის გატანა ვეღარ შეძლო და საბოლოო ანგარიში 2-3 დაფიქსირდა სლოვაკეთის სასარგებლოდ.