მესტიაში ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება

08:30 11-19-2019
98

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დღეიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

„ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება,“ - აცხადებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.