მდინარაძე - არც უნდა შევადაროთ ჩვენი მოქმედებები იმ ადამიანებს, რომლებიც თვითმფრინავის ხმაზე გარბოდა, ზოგი კი - „წითელ ხიდზე“

21:14 11-18-2019
31

არც უნდა შევადაროთ ჩვენი მოქმედებები იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე, ზოგი თვითმფრინავის ხმაზე გარბოდა, ზოგი კი - „წითელ ხიდზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„არც უნდა შევადაროთ ჩვენი მოქმედებები იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გულმხურვალედ გამოდიან, გულზე მჯიღს ირტყამენ და თავის დროზე, ზოგი თვითმფრინავის ხმაზე გარბოდა, ზოგი „წითელ ხიდზე“ გარბოდა და ზოგი საკუთარ მოქალაქეებზე გადაფარების ნაცვლად, ცდილობდა თავისი თავი და ოჯახი გაერიდებინა ამ ქვეყანას. მე შეიძლება ყველაზე არ მქონდეს ამის თქმის უფლება და აღარ გავაგრძელებ მათ ნამოქმედარზე საუბარს.

თუ კონსტიტუციაზეა საუბარი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვერავინ შეძლო კონსტიტუციის შეცვლა და მასში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაწერა. ეს გავაკეთეთ ჩვენ,“ - განაცხადა მდინარაძემ.