ეს ყველაფერი „ვარდების რევოლუციის“ მოვლენებს ჰგავს - ნანუკა ჟორჟოლიანი

20:07 11-18-2019
313

„ეს ყველაფერი „ვარდების რევოლუციის“ მოვლენებს ჰგავს“,- ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა.

„ეს ძალიან ჰგავს 16 წლის წინანდელ მოვლენებს, იმ განსხვავებით, რომ ედუარდ შევარდნაძე არ წავიდა დარბევაზე, ბიძინა ივანიშვილმა კი ეს გააკეთა. დიახ, ვარდების რევოლუციის პერიოდს ჰგავს, კორუფციითაც, ქურდების თავზე მოსმით და ა.შ“,- აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

საკანონმდებლო ორგანოს ის შესასვლელი, საიდანაც მედია შედის, სამართალდამცველებითაა გარშემორტყმული და ჟურნალისტებს არ ეძლევათ პარლამენტში შესვლის საშუალება.

ამ დრომდე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა, პარლამენტში კი ბიუროს სხდომა მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. მერიის დასუფთავების სამსახურმა კი ტერიტორია დაასუფთავა.

სპეცრაზმმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. დააკავეს 18 აქტივისტი. ნაწილი უკვე გათავისუფლებულია.