რას სთავაზობს არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას

20:04 11-18-2019
40

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე ოპოზიციას ორი გამოსავალი შესთავაზა. არჩილ თალაკვაძემ ისინი საკითხების განსახილველად პარლამენტში მიიწვია.

„მე ვთავაზობ ოპოზიციას, რომ საკითხების განხილვა მოხდეს საპარლამენტო დებატების ფორმატში, თუ მათ აქვთ არგუმენტები, რომ დაარწმუნონ ფართო საზოგადოება.

მეორე შეთავაზება არის ის, რომ ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესი გავაგრძელოთ, რადგან ერთად განვიხილავთ არჩევნებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვთავაზობ ოპოზიციას ჩაერთოს პროცესში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აქციების პარალელურად პარლამენტში ბიუროს სხდომა ჩატარდა. საკანონმდებლო ორგანოს ის შესასვლელი, საიდანაც მედია შედის, პოლიციითაა გარშემორტყმული და ჟურნალისტებს არ ეძლევათ პარლამენტში შესვლის საშუალება.

ამ დრომდე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.