ეს არ არის ქვეყანა, ორღობეა - გიორგი სუხიტაშვილი

18:51 11-18-2019
360

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი დღეს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„არ დაგვიმსახურებია სიმშვიდე და არც გვაქვს. ყოველთვის თავზე ვისვამთ ხელისუფალს და მერე ერთი და იგივეა, წასვლა არავის არ სურს. 

მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები მაქსიმუმ 2 ვადით უნდა ჰქონდეთ ხელისუფლებაში ყოფნის უფლება, თანამდებობაზეც იგივე უნდა ვრცელდებოდეს.
ეს არ არის ქვეყანა - ორღობეა, ხან კეთილმოწყობილი, ხან მოუვლელი, ხან ფასადური და ხანაც შიშველი მაგრამ მაინც ორღობე !
იყავი 8 წელი? ხო და ადექი და წადი, მოვიდეს სხვა (ვინც არუნდა იყოს მაგრამ სხვა და იმანაც უნდა იცოდეს რომ 8 წელი მაქსიმუმია შეიძლება 4 წელშიც წავიდეს) სხვა გამოსავალი არ არის არა. ორ თვეში ერთხელ დარბევა ცემა-ტყეპა, დასახიჩრება, განუკითხაობა და არასტაბილურობა.
ლარი აღარ არის, ინვესტორი გაქცეულია, ეკონომიკას პულსი არ ესინჯება, ხალხი არაადეკვატურია, საშინაო და საგარეო პოლიტიკა უკანალშია და რაღა დარჩა?კანონი? აბა კანონი ეგ რომელია? ყოველთვის ერთ მხარეს როა? ... 
აი რატო უნდა ხალხს წასვლა ამ ადგილიდან (ქვეყანას ვერ ვუწოდებ იმას რაც ბოლო 28 წელია)  ამიტომ ეს არ არის ადგილი სადაც მომავალზე შეიძლება საუბარი, არც აწმყო არ გვაქვს, ხო და ის ე.წ. რენესასნის პერიოდი ჩვენს ისტორიაში გავირჭოთ ერთ ადგილზე, ჩვენ მაინც არ ვიცით მაგისი ფასი.
 ასე უნდა ვიწოწიალოთ უქვეყნოდ და უმიწოდ მაინც ასე გვჭამს ერთმორწმუნე. მერე ქურთებივით თვითგამორკვევაზე ვობრძოლოთ და იმაზე რომ გვეკუთვნის რაღაც. 

საუბარი ბევრი შეიძლება მაგრამ ესეც მომბეზრდა...“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.