რას აკეთებ, ნორმალური ხარ? - გრიგოლ ვაშაძემ სპეცრაზმელს დაარტყა

18:17 11-18-2019
1873

ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან ათავისუფლებს. მერიის დასუფთავების სამსახური კი ტერიტორიას ასუფთავებს.

სპეცრაზმმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. 

როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაახლოებით, 20-მდე აქტივისტია დაკავებული.

პარალელურად, შსს-ს წარმომადგენლები აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს გაათავისუფლონ ტერიტორია და დაემორჩილონ პოლიციას.

საქართველოს პირველი არხის კამერამ დააფიქსირა კადრები, როცა გრიგოლ ვაშაძე სპეცრაზმელს აგრესიულად მიმართავს და ხელს არტყამს. მას სიმშვიდისკენ ზაალ უდუმაშვილი მოუწოდებს და ტერიტორიიდან გაჰყავს.