თელავში ღია შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება

18:03 11-18-2019
102

ღია შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება. დღეს თელავის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში - თეთრწყლებში, გულგულაში, ვარდისუბანში, ყარაჯალასა და რუისპირში მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრებზე ძირითად პრობლემებს შორის დასახელდა წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების და შიდა საუბნო გზების მოწყობა, სამელიორაციო სისტემის მოწესრიგება და ელექტროდენის მოძველებული ბოძების ამოცვლა.