ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

სელინ დიონი

ტაბლოიდი 1713865433

დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს - სელინ დიონი

ახლახან სელინ დიონი ფრანგული Vogue-ს გარეკანზე მოხვდა და გამოცემასთან ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა. 2022 წელს სელინ დიონს გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა, რის გამოც მომღერალმა ტურნეც გააუქმა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც არ გამოჩენილა. ეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება თანდათან პროგრესირებს, იწვევს ტკივილს, კრუნჩხვებს და კუნთოვან გაშეშებას.პაუზის შემდეგ მომღერალი წლევანდელ გრემის დაჯილდოებას დაესწრო, შემდეგ კი აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, თუ როგორია გაშეშებული ადამიანის სინდრომით ცხოვრება. სელინ დიონმა ფრანგულ Vogue-თან ინტერვიუში გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „დაავადება არ დამიმარცხებია, ის ჩემშია და ყოველთვის იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ სასწაული მოხდება და სამეცნიერო კვლევები მისი განკურნების გზას აღმოაჩენს, ჯერჯერობით კი მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლო. თავიდან საკუთარ თავს ვეკითხებოდი: რატომ მე? ეს როგორ მოხდა? რა დავაშავე? ჩემი ბრალია? მაგრამ ცხოვრება პასუხებს არ გვაძლევს, უბრალოდ დაავადებასთან ერთად ცხოვრებას უნდა შეეჩვიო. მე ვარჩიე, რომ მთელი სხეულითა და სულით სამედიცინო გუნდთან ერთად ვიმუშაო და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო", — განაცხადა მომღერალმა.სელინ დიონის თქმით, ამ პერიოდს ყველაზე მეტად ოჯახი, შვილები და გულშემატკივრების სიყვარული უმსუბუქებს. მომღერლის აზრით, ძალიან გაუმართლა და მისთვის საჩუქარია, რომ კარგი ექიმებისა და მკურნალობის მიღების შესაძლებლობა აქვს, რაც დაავადებასთან ბრძოლაში მეტ მოტივაციას აძლევს. „ცხოვრება დღითიდღე უფრო რთულდება. რთულია, რადგან ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და ხვალინდელი დღე კიდევ უფრო რთული იქნება. არის ერთი რამ, რაც გაჩერების საშუალებას არ მაძლევს და ეს მტკიცე სურვილია. ჩემი სიმღერის მოსასმენად ყოველთვის უამრავი ადამიანი მოდიოდა და ეს იყო იმის დასტური, რომ ნამდვილი მომღერალი ვარ. ცხადია, ეს გრძნობა სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება",— დასძინა სელინ დიონმა.მომღერალმა თავის ამჟამინდელ მიზნებზეც ისაუბრა. სელინ დიონის თქმით, სურს, რომ აწმყოთი იცხოვროს, რისთვისაც თითოეულ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად დაავადებისა, მომღერლის თქმით, თავს ძალიან იღბლიანად გრძნობს."დღეს ჩემთვის დიდი პატივია ფრანგული Vogue-ის ფოტოსესიაში მონაწილეობა, იმის მიუხედავად, რომ 30 წლის ასაკში უფრო ჯანმრთელი და ლამაზი ვიყავი, თუმცა მაშინ ჩემთვის ამის გაკეთება არ უთხოვიათ. მეამაყება, რომ 55 წლის ასაკში მთხოვეს, სილამაზე გამომეხატა. მაგრამ რა არის სილამაზე? სილამაზე შენ ხარ და მეც ვარ. სილამაზე შინაგანია — ეს ოცნებებია, ეს დღევანდელი დღეა და ყველაფერი ის, რაც ჩვენ გარშემოა. დღეს მე ძლიერი ქალი ვარ, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს", — განაცხადა მომღერალმა. 55 წლის სელინ დიონი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად მიიჩნევა. მუსიკოსის კარიერა მან 1980-იან წლებში დაიწყო, საყოველთაო აღიარება კი მან 1988 წელს მოიპოვა, როცა შვეიცარია წარადგინა ევროვიზიაზე და გაიმარჯვა.დიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალიცაა — მსოფლიოში მისი ჩანაწერების 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ამასთან, ჩანაწერების გაყიდვის მაჩვენებლით, იგი ყველა დროის ყველაზე პოპულარულ კანადელ და ფრანგულენოვან შემსრულებლადაც მიიჩნევა.

ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი მატჩის მოგებისთვის კი კიდევ 30 მილიონით დააჯილდოებს

სპორტი 1713865303

ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი მატჩის მოგებისთვის კი კიდევ 30 მილიონით დააჯილდოებს

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.„საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტი

მსოფლიო 1713863336

დააკავეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრის თანაშემწე, რომელიც ევროპარლამენტში მუშაობდა, მას ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად

გერმანიის პოლიციამ დააკავა პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრის, მაქსიმილიან კრაჰის თანაშემწე, რომელიც ევროპარლამენტში მუშაობდა. მას ბრალად ედება ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა.გერმანიის პროკურატურაში განაცხადეს, რომ ჯიან გ. ჩინეთის საიდუმლო სამსახურისთვის მუშაობდა და რეგულარულად აწვდიდა მათ ევროპარლამენტში გამართული მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას.მომხდარის გამო გერმანიის „მწვანეთა პარტიამ“ გამოძიების ჩატარება ბრიუსელსაც მოსთხოვა.„ავტოკრატები, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, აქტიურად ცდილობენ, შეარყიონ ჩვენი დემოკრატიები ევროპაში. ეს უნდა შევაჩეროთ. ევროპარლამენტის შიგნით გამოძიება უნდა დაჩქარდეს“, – განაცხადა „მწვანეთა პარტიის“ წევრმა, ტერი რეინტკემ.

კონსტანტინე გამსახურდიას წიგნის წარდგენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში

საზოგადოება 1713863131

კონსტანტინე გამსახურდიას წიგნის წარდგენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა

22 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კონსტანტინე გამსახურდიას წიგნის - „ისტორიულ-ლიტერატურული ათინათები“ - წარდგენა გაიმართა.ღონისძიება გახსნა ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ. გამოცემის შესახებ ისაუბრა თავად ავტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.წიგნის რედაქტორია პოეტი, მთარგმნელი, დიპლომატი და ჟურნალისტი რაულ ჩილაჩავა, რეცენზენტი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია წერეთელი.გამოცემა შედგება თხუთმეტი ნარკვევისგან, რომელიც ჟანრობრივი თვალსაზრისით ახლოსაა ესეისტური ტიპის პუბლიცისტიკასთან. თუმცა მათი უმეტესობა მოცულობითა და შინაარსობრივი დატვირთვით ესეს ფორმატს სცდება და კვლევას უახლოვდება.„წიგნი ეძღვნება იმ წარმატებებს, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან და განმტკიცებასთან ერთად ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე მოიპოვა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ეროვნული სახელმწიფოს ახალი ტიპი და საერო-ზეპური, სეკულარული კულტურა სწორედ ევროპული განმანათლებლობის შედეგია. იგი თავისთავად აისახება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ნარკვევებში განხილული ეროვნული თუ ზოგადსაკაცობრიო საკითხები დაეხმარება მკითხველს წარსულისა და მისგან გამომდინარე აწმყოს მნიშვნელოვანი ტენდენციების გაგებაში“, - ვკითხულობთ წიგნის ავტორისეულ წინათქმაში.

ზღვა

შემთხვევა 1713862702

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

ბათუმში, მეორე დღეა ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ. 18 წლის ბიჭი ნათესავთან ერთად ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან წყალში გუშინ, შუადღით შევიდა.მაშველებმა 16 წლის ბიჭის გადარჩენა მოახერხეს, მეორე, 18 წლის ახალგაზრდა კი ზღვაში გაუჩინარდა და მას ამ წუთებშიც ეძებენ.ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს წყლის ზედაპირის მონოტორინგი და წყალქვეშა სამძებრო სამუშაოები.