„ყველაზე ცუდ წარმოდგენაში, ფილმში, წიგნში, მსგავსი ისტორია არსად მსმენია” - "ლეკა" ატენის ტრაგედიაზე

17:13 11-18-2019
3859

17 ნოემბერს გვიან ღამით ატენის ქუჩაზე მომხდარი საზარელი ინცინდენტის დროს 35 წლის ლევან აბაშიძემ ჯერ დედა - ირინე გედევანიშვილი და და - თაკო აბაშიძე მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა. როგორც ტელეწამყვანი ეკო ფანგანი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, გარდაცვლილების ოჯახი მის მეზობლად ცხოვრობდა. 

„თაკო კი სულ მუშაობდა, მთელი ცხოვრება, თან სწავლობდა, მაგისტრატურაში. იგი პროფესიით ფსიქოლოგი იყო. ქალბატონი ირინა უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ, თაკოს ბებიაც. შესანიშნავი ოჯახი იყო, განათლებული, ინტელიგენტი. ბებია წელს გარდაიცვალა, კიდევ კარგი ის ამ ამბავს ვერ მოესწრო“ - ამბობს ეკო.

width=600

თაკო აბაშიძეს იცნობდა მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის ქალიშვილი, მსახიობი ქეთი წიქვაძე („ჩცდ“-ს ლეკა). ქეთი „პრაიმტაიმთან“ თაკოს იხსენებს. 

ქეთი წიქვაძე:  - თაკოს ვიცნობდი, ფანტასტიური გოგო იყო.  ხშირად ვერ ვნახულობდი, მაგრამ  ბავშვობიდან  საერთო  მეგობრების  მეშვეობით ვურთიერთობდი. წარმოდგენა არ მაქვს, რა მიზეზით მოხდა ეს ტრაგედია. ყველაზე  ცუდ  წარმოდგენაში, ფილმში ,წიგნში, არსად მსგავსი ისტორია არ მსმენია. თაკოს  სახე  სულ  გაცინებული წარმომიდგენია, ღიმილიანი  და  კეთილგანწყობილი გოგო იყო. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე