როგორია ფოთში დაჭრილი კაცის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

15:03 11-18-2019
118

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე, ინციდენტისას დაჭრილი 40 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ფოთის „ევექსის“ ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

„პაციენტი შემოვიდა თვითდინებით,14 საათზე და 10 წუთზე. მას აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა თხემის არეში და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- გვითხრა მან.

დაშავებული პაციენტი მედიკოსების თქმით,დახმარების აღმოჩენის შემდეგ ბინაზე გაეწერება

70 წლამდე ასაკის მამაკაცმა 40 წლამდე მამაკაცი ნაჯახით დაჭრა. 
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 

ავტორი: თეა შონია