ჩემს 2 წლის შვილს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე “ნაციონალებს“ აჭარაში - თორნიკე რიჟვაძე 

13:57 11-18-2019
89

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ მის 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ აჭარაში. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.

„ჩემს 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ზოგადად ნაციონალურ მოძრაობას აჭარაში. ​ეს გუშინდელ აქციაზეც გამოჩნდა.

რაც შეეხება ზოგადად ამ საკითხს სამწუხაროა, რომ ინიციატივამ, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა, შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. რაც შეეხება აჭარის კონტექსტს, ჩვენი რეგიონი არის ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შესაბამისობაში ქვეყანაში ეროვნულ დონეზე არსებულ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ლოგიკასთან“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.  

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მეხუთე დღეა აქციები მიმდინარეობს. გაშლილია კარვებიც. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ, რომელიც პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.