„ძალიან განსაკუთრებული ირინე...“ - რას ყვება ატენის ქუჩაზე მოკლულ ლექტორზე მისი მოსწავლე

13:48 11-18-2019
4681

„მას პირველად 2018 წლის აგვისტოში შევხვდი, იმ დღესვე შეგვიყვარდა ორივე მხარეს ერთმანეთი“, - გუშინ ატენის ქუჩაზე მოკლული ლექტორის გარდაცვალებას მისი ყოფილი მოსწავლე, მარიამ გველესიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„პრაიმტაიმი“ მის ემოციურ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„...როცა აბიტურიენტობის წელი დაიწყო ირინესთან სიარულიც სისტემატიური გახდა, შევისისხლხორცეთ ერთმანეთის ყველაფერი კარგი და ცუდი...არ მახსენდება მისგან ნეგატივი ან პესიმიზმი ... ირინეს ბოლო დაბადების დღესაც ერთად შევხვდით.... ნეტავ სცოდნოდა რამდენად ლამაზი იყო შინაგანი/გარეგანი სილამაზით....

ჩემი ირინე❤

ძალიან განსაკუთრებული ირინე ❤

მჯერა, სამუდამო სიყვარული გვაკავშირებს მასთან...“ - წერს მარიამ გველესიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ატენის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში სამი ცხედარი ნახეს. სამივე ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვლილია დედა - ირინე გედევანიშვილი და მისი შვილები - თაკო და ლევან აბაშიძეები.

პირველადი ვერსიით, ბიჭმა ჯერ დედა მოკლა, შემდეგ და, ბოლოს კი თავი მოიკლა.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, დამამძიმებელი გარემოებებით.