სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს - „თეთრი ხალათების“ აქცია საქართველოს მასშტაბით დაიწყო

12:06 11-18-2019
37

კლინიკა ღია გულის მიმდებარე ტერიტორიაზე ექიმებმა შეკრება დაიწყეს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც ახალგორის იზოლატორშია მოთავსებული.

აქციის მთავარი მოთხოვნაა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა დაუყონებლივ გაათავისუფლოს ვაჟა ექიმი.

„ჩვენი მიზანია ჩვენი კოლეგის, გმირის თანადგომა. ექიმი პაციენტს ნახულობს ყველგან, აფრიკაშიც კი ჩადიან“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

პარალელურად, ვაჟა გაფრინდაშვილი მხარდამჭერი აქციების თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს.