ესტონეთის საგარეო უწყება ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს ქართველი ექიმის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

11:57 11-18-2019
14

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება. უწყება  თვითგამოცხადებულ მთავრობას ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონის დე ფაქტო მთავრობის წევრებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჟა გაფრინდაშვილი - 9 ნოემბერს დააკავეს. 15 ნოემბერს კი ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს. ექიმი ცხინვალის იზოლატორშია მოთავსებული. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.