უბნები თბილისში, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება

08:09 11-18-2019
342

„თელასის“ ინფორმაციითგეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 18 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის, მშვიდობის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II, III, IIIა მიკრორაიონების და სესილი თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხეთის, ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათის მთის, ცაიშის და ქვალონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და მუხიანის ნაკვეთების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავშნის, ნუშის, მონადირეს, ფირცხალავას და ავალიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევსურეთის, ცოტნე დადიანის, სვანეთის, ლეჩხუმის და წმინდა მელქისედეკის I ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 01:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, კვერნაძის, ანდრია აფაქიძის, ბერბუკისალმასიანის და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.