ეს სკამია, რომ დავიღლებით ხომ უნდა ჩამოვჯდეთ - გიორგი ვაშაძე

22:34 11-17-2019
172

აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩებზე, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან, ქვიშით სავსე ტომრებით ბარიკადები გააკეთეს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ქვიშის ტომრები ამ ტერიტორიაზე ჩამოსაჯდომად მიიტანეს.

„ეს ერთგვარი სკამებია, რომელზეც დაღლის შემთხვევაში აქციის მონაწილეები ჩამოსხდებიან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ აქტივისტები და ოპოზიციონერი ლიდერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ დარჩენას.