ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

zaqaria

საზოგადოება 1713889575

"ის 80 წლისაა და მისთვის სიცოცხლეშივე უნდა მეთქვა, თუ როგორ მიყვარს" - ქართველი ფოტოგრაფი ბრაზილიელ ლეგენდასთან საოცარ შეხვედრაზე

ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფოტოგრაფს - ზაქარია ჭელიძეს ბრაზილიელი ფოტოდოკუმენტალისტის - Sebastião Salgado-ს პირადად ნახვა, ოცნებად ჰქონდა. 80 წლის კერპთან შესახვედრად სამყაროს უხმო, ნაცნობ-უცნობი დაიხმარა, ძალები არ დაიშურა და ლონდონში აღმოჩნდა. მართალია, ამჯერად, მის გამოფენა-საუბარს ვერ დაესწრო, თუმცა სალგადოს შეხვდა, ქუჩაში, გულით და ძალზე უშუალო გარემოში და ჯილდოდ - სამახსოვრო ფოტო მიიღო."ის 80 წლისაა და სიცოცხლეშივე აუცილებლად უნდა მეთქვა, თუ როგორ მიყვარს" - ამბობს ზაქარია და "პრაიმტაიმს" ლონდონიდან ემოციებს უზიარებს.მადლობა უთხრა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიაზრა, რომ ეს ცხადად მოხდა და არ დასიზმრებია. ათობით ჯილდოსა და პრემიის მფლობელი უდიდესი კოლეგის სანახავად, საგამოფენო სივრცესთან ცხრა საათით ადრე მივიდა, ლოკაციაზე გამაგრდა და კერპის ნახვის ლოდინში გულს იმედით ივსებდა...როცა რაღაც ასე, გულის ყელში ამოსვლამდე გსურს, სამყარო გვერდით გიდგას, მხარზე ხელს მეგობრულად გითათუნებს, გეხმარება და გახარებს.ზაქარია ჭელიძე: სალგადოს გამოფენა, რომელმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, 7 წლის წინ, ნიუ-იორკში ვნახე. განსაკუთრებით, ერთ ფოტოს ვერ მოვწყდი.ვერ მივხვდი, როგორ შეიძლებოდა ტექნიკურად მისი შესრულება... მანამდე სულ რაღაცით ვიღებდი, თუმცა არც კამერა მქონია და არც - "წესიერი" ტელეფონი. ამის საშუალება არასოდეს მქონდა; ამიტომ ხელში ვისი რა ტექნიკაც მომხვდებოდა, ვცდილობდი, იმით გადამეღო.მერე ჩემმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა, ოლიამ მაჩუქა კამერა და მითხრა: შენ ეს გჭირდება, რადგან განსაკუთრებული ხედვა გაქვს და მე ვიცი, შენგან კარგი ფოტოგრაფი დადგებაო.დავიწყე ძიება, შესწავლა და ფიქრი და... მივხვდი, ფოტოგრაფიაში ნაბიჯები სალგადომ გადამადგმევინა.სალგადოს ფოტოგრაფია არის ძალიან მასშტაბური, დიდი სიღრმის მატარებელი, უდიდესი მესიჯია და ნათლად ახდენს ფლორას, ფაუნასა და ადამიანს შორის არსებული სინთეზის გადმოცემას. ის ძალიან კარგად ამესიჯებს სამყაროს შინაარსს და ასევე საგულისხმოა, რომ უდიდესი დრო სჭირდება თითოეულ კადრს. ტექნიკურად თუ კომპოზიციურად, ეს დიდი შრომაა...შემიძლია გითხრათ, რომ სალგადო ცოცხალი ლეგენდააა. მასთან შეხვედრა იმ დღიდან მინდა, როდესაც მივხვდი, რა შეგრძნებაა იყო ფოტოგრაფი; რამხელა პასუხისმგებლობაა და რა ძლიერი მესიჯი! სამყაროს ისტორიას კადრებს უტოვებ!.. ჩემი ცხოვრება ნამდვილად  შეიცვალა; ვიპოვე უდიდესი ენერგია და ბედნიერება. მერე მომინდა, ეს მისთვის მეთქვა პირადად.ერთხელ, ნიუ-იორკში ავცდი, ერთხელაც გერმანიაში და აი, ბოლოს, როგორც იქნა, ლონდონში შევხვდი, ორიოდ დღის წინ. ამაში კი ძალიან დიდი რესურსი ჩავდე. ჩემი ლონდონში ვიზიტი დიდი ხანი იგეგმებოდა. ვინ არ მეხმარებოდა, რომ კუმირს შევხვედროდი. ყველას მადლიერი ვარ. გამოვტყდები, ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ეს შანსიც "იმაზებოდა", მაგრამ არა! შევხვდი და ვუთხარი, რომ მისი მადლობელი ვარ. თავს ვერ ვაპატიებდი, ეს ოცნება რომ არ ამხდენოდა...სონი ევორდმა დააანონსამ რომ სალგადოს გამოფენა მისივე საუბრის თანხლებით იქნებოდა. ოთხასი ბილეთი იყო გაყიდული. ის ნამდვილად ლეგენდაა ფოტოგრაფიაში. ამდენად, აუდიტორიაც ჰყავს. ბოლო წუთამდე ველოდი, ეგებ ვინმეს "დაექენსელებინა" ბილეთი. მაგრამ ეს არ მოხდა. ამდენად მასთან შეხვედრის ბილეთი არ მქონდა, ვერც დავესწარი. მაგრამ მასთან შეხვედრა რომ საღამოს შვიდზე იწყებოდა, მე დილის თერთმეტი საათიდან იქ ვიტრიალე. და შევხვდი!შევხვდი ქუჩაში, გავაჩერე და ვუთხარი, რომ ვარ საქართველოდან, უკვე რვა წელია თქვენთან შეხვედრაზე ვოცნებობ და ამ შეხვედრის მიზანი არის მადლობის გადახდა. მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩემი ცხოვრება საოცრებებითაა მოცული. ეს მისი ფოტოგრაფიითაა ინსპირირებული და მე თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ ჩემი მადლიერება პირადად გამომეხატა, თუ რა თქმა უნდა, გამიმართლებდა და ვნახავდი. შემდეგ ჩემთან ერთად სამახსოვრო ფოტოს გადაღება ვთხოვე. გაეცინა, ჩემთან ერთად ფოტო რისთვის გჭირდებაო? გადავიღეთ და წავიდა...მან ჩემი ცხოვრება შეცვალა...და კიდევ: ყოველთვის უნდა გჯეროდეს შენი თავის, ბევრი უნდა იშრომო და სამყარო დაგაჯილდოვებს.ფული კეთება, მისი შემოქმედებისგან მიღებული ინსპირაციით დავიწყე, შეგროვილი ფულით კი, ისევ მას შევხვდი. ბევრ რამეში გამიმართლა, მაგრამ დიდი შრომა მაქვს ამ ყველაფერში ჩადებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი საოცნებო შეხვედრა შედგა.***ლონდონში პირველად არ ვარ. პირველ ვიზიტზე, ხალხი ცივად მეჩვენა. არქიტექტურულად კი საინტერესო მეგაპოლისია, რადგან ძველის და თანამედროვე შენობების საოცარი შერწყმა აქვთ. ლონდონის უდიდეს პარკებში რაც ძალიან მომწონს არის ის, რომ ბუნება ველური სახით აქვთ. არ არის ჩაბეტონებული  და გადაკორტნილი. მაქსიმალურად ბუნებრივი პირობებია შექმნილი.ახლა რაც გადავიღე, გაგიზიარებთ. თუმცა მე სალგადოსთან შეხვედრამ იმდენად დიდი შოკი მიმაღებინა, რომ ეს დღეებია მგონია, რომ სიზმარში ვარ. ფერადი და არქიტექტურული ლონდონი გადავიღე. თავად ინგლისელებისგან კი, ვერ გავთბი, სამწუხაროდ...ასევე დაგაინტერესებთ:"აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდან"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდარა მზადდება ბათუმში - მარინა დარასელიას მაყურებელი ახალ ამპლუაში იხილავს                                                                                       

აზია

მსოფლიო 1713888590

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს კლიმატური კატასტროფებით ყველაზე მეტად აზია დაზარალდა

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აქვეყნებს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს კლიმატური კატასტროფებით ყველაზე მეტად აზია დაზარალდა.ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს აზიაში 79 წყალთან დაკავშირებული კატასტროფა მოხდა, რომელთა 80%-ზე მეტი წყალდიდობა იყო, რასაც, საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.როგორც ორგანიზაციის მოხსენებაშია ნათქვამი, 2023 წელს მთელ მსოფლიოში ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, მაგრამ ამ თვალსაზრისითაც აზიაში განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო. ანგარიშის თანახმად, იაპონიაში ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა, ჩინეთის დიდ ნაწილში გვალვა იყო. ასევე დაჩქარებული ტემპით ლღვება აზიის მყინვარების უმეტესობა.

espaneTi

მსოფლიო 1713888484

ესპანეთის ჰოსპიტალში პაციენტების თერაპიისთვის ძაღლები მიიწვიეს

ესპანეთის ჰოსპიტალში პაციენტების თერაპიისთვის ძაღლები მიიწვიეს. ჰოსპიტალი, სახელად დელ მარი, ბარსელონაში მდებარეობს. ორი ოთხფეხა მეგობარი, ვიდა და ლუ უკვე ორი კვირაა, პროგრამაში მონაწილეობენ. როგორც ფსიქოლოგები და მედიკოსები ამბობენ, ინიციატივა წარმატებით მიმდინარეობს.„ისინი მოწყენისა და უიმედობის უფლებას არ გვაძლევენ. მათთან გატარებული დრო დღის საუკეთესო ნაწილია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდაც და ლუც საკუთარი ძაღლის მონატრების დაძლევაში მეხმარებიან, რომელიც სახლში დავტოვე და, იმედია, მალე დავუბრუნდები", - ამბობს პაციენტი, ჯოელ ბუენო.თერაპიული ძაღლების საექსპერიმენტო პროექტის ავტორი ადგილობრივი დაწესებულება, Affinity Foundation-ია. მათი მისია შინაური ცხოველების ჩართულობით ადამიანების და, ამ შემთხვევაში, მძიმე დაავადებების მქონე პაციენტების ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. ძაღლები თითოეულ პალატას ყოველ კვირას, 15-20 წუთის განმავლობაში სტუმრობენ.მკვლევრებმა ექსპერიმენტული პროექტის დაწყებამდე პაციენტების ნერწყვის ნიმუშები შეაგროვეს, რათა ის პროექტის ბოლოს აღებულ მასალას შეადარონ და გამოიკვლიონ, რა გავლენას ახდენს შინაურ ცხოველთან ურთიერთობა სტრესის ინდიკატორების (მაგალითად, კორტიზოლის) გამოყოფაზე, მეორე მხრივ კი, ბედნიერებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული ჰორმონების - ოქსიტოცინისა და სეროტონინის - რაოდენობაზე.

კკ

მსოფლიო 1713888388

ინტერნეტში მოქმედებების ნახევარს ბოტები ასრულებს - გლობალური კვლევის შედეგები

ხალი მოხსენების თანახმად, 2023 წელს ინტერნეტში დაფიქსირებული მთლიანი ტრაფიკის ნახევარი ბოტებმა წარმოქმნა, ხოლო მესამედი კი - მავნე ბოტებმა.ტრაფიკი ინფორმაციის ნაკადია, რომელიც ინტერნეტში გადაადგილდება — მონაცემები, რომლებიც მობილურებსა თუ კომპიუტერებს შორის მოძრაობს.ბოტი ერთგვარი პროგრამაა, რომელიც ინტერნეტში სხვადასხვა ქმედებას ავტომატურად ასრულებს. ეს შეიძლება უწყინარი რამ იყოს, თუნდაც შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, თუმცა ზოგიერთი ბოტი საზიანო მიზნებს ემსახურება, იქნება ეს: ანგარიშების მითვისება, ვებიდან მონაცემების ამოღება, სპამ შეტყობინებების გავრცელება, მომსახურების დაბლოკვა თუ სხვა. ისინი სხვადასხვა ონლაინსერვისის მუშაობას აფერხებს და ბიზნესებს აიძულებს, კლიენტების მხარდაჭერისა და ინტერნეტ ინფრასტრუქტურის კუთხით მეტი ფინანსური რესურსი გაიღონ.კომპანია Impreva-მ უახლესი მოხსენება, 2024 Imperva Bad Bot Report, გამოაქვეყნა. ფირმამ ინტერნეტის მთლიან ტრაფიკში მავნე ბოტების წილი იკვლია. დადგინდა, რომ 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 32%-ს მიაღწია, როცა 2022-ში 30.2% იყო. ადამიანური ტრაფიკი ამ პერიოდში 50.4%-ამდე შემცირდა.ბოტების მომრავლების ტენდენციაImperva-მ ავტომატური ტრაფიკისთვის თვალის დევნება დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. ბოტების მიერ წარმოქმნილი ნაკადის წილი მთლიან ტრაფიკში ყოველწლიურად იზრდება. დღეს უკვე მთლიანი ტრაფიკის 49.6%-ია ბოტების მიერ გენერირებული და ეს მაჩვენებელი ყოველ წელს 2%-ით იზრდება.„ბოტები ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მზარდი საფრთხეა ყველა ინდუსტრიისათვის", - აცხადებს ნანი სინგჰი, Imperva-ს აპლიკაციების უსაფრთხოების გენერალური მენეჯერი - „ორგანიზაციებმა პროაქტიულად უნდა იმოქმედონ მავნე ბოტების საფრთხეებზე საპასუხოდ, რადგან თავდამსხმელები მეტად არიან ფოკუსირებულნი API-სთან დაკავშირებულ ექსპლუატაციაზე, რომლებმაც შეიძლება, ანგარიშებს საფრთხე შეუქმნას ან მონაცემების ექსფილტრაციამდე მიგვიყვანოს".გასულ წელს მავნე ბოტების მიერ წარმოქმნილი ტრაფიკის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი, 71%, ირლანდიაში დაფიქსირდა. შემდეგ მას გერმანია (67.5%) და მექსიკა (42.8%) მოსდევს.როგორც სინგჰმა აღნიშნა, მავნე ბოტები ყველა ინდუსტრიას უქმნის საფრთხეს. ტრაფიკში მავნე ბოტების წილი ყველაზე მეტი, 57.2%, გეიმინგის სფეროში დააფიქსირეს. საცალო გაყიდვებში (24.4%), მგზავრობის ინდუსტრიასა (20,7%) და ფინანსურ სერვისებში (15,7%) ყველაზე ხშირი იყო ბოტების თავდასხმები.გამოდის, თანამედროვე ინტერნეტი უსაფრთხოების კუთხით არაერთი გამოწვევის წინაშე გვაყენებს. თუ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ და ციფრულ სამყაროში თავის უკეთ დაცვა გსურთ, ამ ბმულზე ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.

ზენდეია

ტაბლოიდი 1713888372

არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა - ზენდეია

უკვე დიდი ხანია, მაყურებელი Euphoria-ის მე-3 სეზონს ელის. ბოლო ინფორმაციით, Euphoria-ს მე-3 სეზონს 2025 წლამდე ვერ ვიხილავთ. ამის მიზეზი ამერიკის სცენარისტთა გილდიის გაფიცვა იყო, რომელსაც Euphoria-ის შემქმნელი, სემ ლევინსონიც შეუერთდა.Variety-სთან ახლახან მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც ზენდეიამ Challengers-ზე ისაუბრა, მსახიობს Euphoria-ის გაგრძელებაზეც დაუსვეს კითხვა. მსახიობის თქმით, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს და არც მასზე არის დამოკიდებული.„არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა. რა თქმა უნდა, რუს როლის თამაში ისევ მსურს. თუ პერსონაჟების განვითარებაც და ყველაფერი დანარჩენიც ისე იქნება, როგორც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მინდა სერიალის დაბრუნება", — განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში. Euphoria-ის მე-3 სეზონის დაგვიანებას სხვადასხვა მიზეზით ხსნიდნენ. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, სერიალზე მუშაობას იმიტომ ვერ იწყებდნენ, რომ სცენართან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. კერძოდ, სემ ლევინსონს მე-3 სეზონში (როცა სიუჟეტი 5 წლის შემდეგ ვითარდება) სურდა, რომ რუ დეტექტივი ყოფილიყო. ზენდეიამ კი შესთავაზა, რომ რუ, რომელმაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულება დაამარცხა, სუროგატი დედა გამხდარიყო. ამ ყველაფერს მალევე სცენარისტთა გილდიის გაფიცვაც თან დაერთო.შეგახსენებთ, რომ Euphoria-ის მე-3 სეზონის გადაღებები 2023 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო, თუმცა განუსაზღვრელი დროით გადაიწია. Euphoria-ის მე-2 სეზონი 2022 წლის თებერვალში დასრულდა, ზენდეიამ კი მთავარი როლის შესრულებისთვის 2 ემი მოიპოვა. 2023 წლის აგვისტოში ფესკოს როლის შემსრულებელი მსახიობი ანგუს კლაუდი გარდაიცვალა და ჯერჯერობით მისი პერსონაჟის ბედიც უცნობია.