ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დიჯეი უკრავს

21:31 11-17-2019
140

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს. საპროტესტო აქციაზე დიჯეი მეჩე უკრავს. 

„აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიქმნა თავისუფალი ზონა, მოთხოვნით დაგვიბრუნეთ პროპორციული არჩევნები, მოუწოდებთ ბათუმელებს შემოგვიერთდნენ ადგილზე გაშლილია კარვები, ანთია კოცონი, და ასევე იმართება პროტესტფესტი, რომელსაც დჯ მუსიკოსები გააფორმებენ, ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ დასრულდება“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანზორ გუბაევმა.

შეკრებილები თბილისში აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ და საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს ითხოვენ. აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.

ავტორი: ზაზა ტაკიძე