ერთ დღეს, რომც იყოს 25 ათასი და მეორე დღეს 10 ათასი - გიგი უგულავა შსს-ს განცხადებაზე

21:29 11-17-2019
120

ერთ დღეს, რომც იყოს 25 ათასი და მეორე დღეს 10 ათასი -ასე შეაფასა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ შსს-ს განცხადება, რომლის მიხედვითაც პარლამენტის შენობის წინ აქციაზე 5500 კაცი იყო.

„ეს არის იგივე სიბეცე რაც გრძელდება უკვე წლებია ივანიშვილის გუნდში. ისინი ითვლიან რომელ დღეს რამდენი კაცი იყო, ძალიან ცდებიან. ერთ დღეს, რომც იყოს 25 ათასი და მეორე დღეს 10 ათასი, მესამე დღეს 30 ათასი და მეოთხე დღეს 25, ეს არაფერს არ ცვლის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.