ირაკლი კობახიძე ახალი ზურაბ ადეიშვილია - ინაშვილი

16:41 11-17-2019
96

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს ადარებს.

„ახალი ზურაბ ადეიშვილია ირაკლი კობახიძე და მუდმივად იტყუება. თითქოს არც გერმანული მოდელის მიღება შეიძლება, არც პატრიოტების ინიციატივის გათვალისწინება. ტყუილია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ინაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

ზურაბ ადეიშვილს ე.წ. ცხრაწლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ პირად განიხილავენ. წინა ხელისუფლების დროს ის სხვადასხვა დროს იყო გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი.

2017 წელს ზურაბ ადეიშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე დამნაშავედ სცნეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ადეიშვილმა ქვეყანა ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა.