რუსთაველის გამზირი დინამოს სტადიონია, ჩვენ თერთმეტმეტრიანს დავარტყამთ - მელია

13:43 11-17-2019
293

ჩავთვალოთ, რომ დღეს რუსთაველის გამზირი არის ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი და უნდა მივიდეთ და ვუქომაგოთ ჩვენს ქვეყანას...- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ მთავარის ეთერში განაცხადა.

„ეროვნული პროტესტის დროს დადგა. როდესაც საქართველოს ნაკრები თამაშობს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, იქ მიდის 50 ათასი ადამიანი. იმ 50 ათას ადამიანს შორის სხვადასხვა ადამიანები არიან. ზოგი იმის მხარდამჭერია, ზოგი იმის.

დღეს ეს დრო დადგა. ჩავთვალოთ, რომ დღეს რუსთაველის გამზირი არის ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი და უნდა მივიდეთ და ვუქომაგოთ ჩვენს ქვეყანას...

თერთმეტმეტრიანი დანიშნულია და ჩვენ ამ თერთმეტმეტრიანს დავარტყამთ„, - განაცხადა მელიამ. 

ცნობისთვის, აქცია პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის საჭირო ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა. 

შეკრებას წინ უძღოდა შეხვედრები „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში, სადაც პოლიტიკოსები შეთანხმდნენ ფორმულაზე-„ყველა მინუს ივანიშვილი“.

პარალელურად, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმა მანიფესტაცია „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელსაც ორგანიზაცია „ქართული მარშიც“ შეუერთდება.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.