პარლამენტში ცეცხლსასროლი იარაღი არ არის - საპატრულოს პოლიციის უფროსი

13:30 11-17-2019
131

„განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არ აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სამართალდამცველები ადგილზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად არიან მობილიზებული.

„პარლამენტში და მის გარე პერიმეტრზე განთავსებულია შესაბამისი პოლიციური ძალები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები მცირე რაოდენობით. ვადასტურებ ამ ინფორმაციას. თუმცა ისინი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არიან, რომ საჭიროების შემთხვევაში დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

იცით, რომ დღეს დაანონსებულია საპროტესტო აქცია. რაიმე სიტუაციის გამწვავებას თუ ექნება ადგილი, ეს ძალები დაიცავენ საზოგადოების უსაფრთხოებას, ასევე მოგეხსენებათ, რომ პარალელურად რუსთაველზე იმართება მეორე აქციაც, პოლიცია ახლოს უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუკი ამ ორი აქციის მონაწილეებს შორის მოხდება კონფლიქტი, სამართალდამცველები დროულად უნდა ჩაერიონ.

რაც შეეხება სპეცდანიშნულების რაზმის აღჭურვას, ისინი აღჭურვილები არიან შს მინისტრის ბრძანების შესაბამისად და არა თუ ვინჩესტერები, არანაირი ცეცხსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის, ამის გარანტიას მე გაძლევთ და ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.