პრაღაში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა

00:09 11-17-2019
74

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის შინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით აქციაზე 300 ათასი ადამიანი იყო, თუმცა ადგილობრივი პოლიციის მონაცემებით დემონსტრაციებში 200 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

პრაღაში ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, რამდენიმე თვეა იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, პრემიერ-მინისტრმა უარი თქვას ბიზნესზე (ჰოლდინგ „აგროფერტზე“) ან თანამდებობა დატოვოს 31 დეკემბრამდე.