საქართველო ჩემი პოტენციალისთვის შესაფერისი ქვეყანა არაა - ლიზა ყენია (ვიდეო)

22:53 11-16-2019
510

საქართველო ჩემი პოტენციალისთვის შესაფერისი ქვეყანა არაა - ამის შესახებ მომღერალმა ლიზა ყენიამ „სიცრუის დეტექტორში“ განაცხადა. მისი თქმით, სხვა ქვეყანაში, სადაც უფრო განვითარებულია შოუ ბიზნესი, მეტი შესაძლებლობა ექნებოდა.

„ვფიქრობ, რაც მე აქ გამიკეთებია... არ ვამბობ ხმამაღლა, რომ ბევრი რამ შევქმენი და არ დამიფასდა, თუმცა რა დონის პროექტებშიც მე მიმიღია მონაწილეობა და რა რაოდენობისაც, ვფიქრობ, რომ სხვა უფრო გამართულ ქვეყანაში, სადაც შოუბიზნესი გამართულია, მეტი შესაძლებლობა მექნებოდა“ - განაცხადა ლიზა ყენიამ.