ჩუმად ვარ ! არ მინდოდა ექიმს რაიმე დაშავებოდა - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

21:42 11-16-2019
2084

ჩუმად ვარ! არ მინდოდა ექიმს რაიმე დაშავებოდა - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩუმად ვარ ამ დღეების განმავლობაში. არ მინდოდა ექიმს რაიმე დაშავებოდა. ძალიან ძლიერი, განათლებული ექიმი იტანჯება ახლა ციხეში!. საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ექიმის გასათავისუფლებლად“ - განაცხადა სააკაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

„გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით საზღვრის უკანონო კვეთა დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.