დავიღალე ყოველ წუთს იმის შემოწმებით, სუნთქავს თუ არა ჩემი პატარა - 2 წლის ანიტას დედა დახმარებას ითხოვს

20:56 11-16-2019
470

მეგობრებო, ვწერ ნახევრად მკვდარი, ნახევრად ცოცხალი. ჩემი პატარა ცუდადაა, მისი დიაგნოზია დილატაციური კარდიომიოპათია. ვხედავ, რომ უჭირს სუნთქვა. ყველაზე აუტანელი რამ რაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს. მისი მსოფლიოში ულამაზესი თვალები მიყურებენ და შველას მთხოვენ. ალბათ ფიქრობს, რომ დედას ყველაფერი შეუძლია, მხოლოდ ვაი დედაა ასე მეუბნება და ჰგონია, რომ მე ვუშველი. ამ დროს ვზივარ ხელ-ფეხშეკრული და ვერ ვეხმარები. აუტანელია უკვე ჩემი მდგომარეობა. ვიცი, რომ ყოველ დღე მოგმართავენ მსგავსი თხოვნებით, ვიცი დაიღალეთ, ამიტომ არ მინდოდა თქვენი შეწუხება. გადავწყვიტეთ ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარება. გამოვიარეთ უამრავი ტანჯვა, ტკივილი. ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ჩვენმა ჰუმანურმა ევროპამ ფაქტობრივ მის სიკვდილს მოაწერა ხელი. მითხრეს, რომ თუ მედიკამენტები უშველის მაგას დავალევინებთ, ხოლო ოპერაცია თუ დასჭირდა, 1 წელი მაინც უნდა იყოთ აქ ნაცხოვრები, რომ გაგიკეთდეთო. ბავშვის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. არათუ 1 წელი, არამედ 1 დღეც კი გადამწყვეტია. 1 წელი ოპერაციაზე ლოდინი თვითონაც იციან, რომ წარმოუდგენელია, მაგრამ გამწირეს, 2 წლის ბავშვი გაწირეს... სხვა ქვეყანაშიც ვეღარ მიმყავს, რადგან არ ვიცი ფრენას რამდენად გადაიტანს. ისღა დამრჩენია ისევ თქვენ შეგაწუხოთ, ისევ თქვენ მოგმართოთ. გევედრებით, დამეხმარეთ, რომ ანიტას აქ გავუკეთო ოპერაცია. არსებობს ძალიან კარგი გამოსავალი, ძალიან კარგი გზა, რომელიც გადამირჩენს ჩემს ანგელოზს. უბრალოდ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ზუსტი კალკულაცია ჯერ არ მაქვს, მაგრამ არც დასაკარგი წამი აღარ მაქვს. დავიღალე ყოველ წუთას იმის შემოწმებით სუნთქავს თუ არა. ჩემი გული ამას ვეღარ უძლებს. მაპატიეთ, მაგრამ უკვე ნორმალური ადამიანი აღარ ვარ. აღარ შემრჩა არანაირი ფსიქიკა და აზროვნების ძალა. გთხოვთ, გაერთიანდით და დამეხმარეთ.

დედაჩემის ანგარიშის ნომრები:

GE28BG0000000100761966 - საქართველოს ბანკი
მიმღები - ლია ჩხაიძე

GE38TB7855945064300017 - თიბისი
მიმღები - ლია ჩხაიძე

დედაჩემის პირადი ნომერი: 60001030692 - lia chkhaidze, დაბადების თარიღი: 03/10/1959