ეს საქაჯეთი კარვებიანად ხომ არ გავაბრძანოთ რუსთაველიდან? - მანჩო გიორგობიანი

20:14 11-16-2019
3548

ეს საქაჯეთი კარვებიანად ხომ არ გავაბრძანოთ რუსთაველიდან? - ამის შესახებ ჟურნალისტმა მანჩო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. აღნიშნული პოსტის გამო ჟურნალისტი აქტივისტებმა გააკრიტიკეს.

„ვფიქრობ, მაქსიმუმ კვირას თუ არ გადალაგდნენ ხლისტები რუსთაველიდან, ორშაბათს ჩვე ნ- თბილისის მოსახლეობამ ხომ არ დავგეგმოთ შეკრება-მსვლელობა , ეს საქაჯეთი რომ გავაბრძანოთ იქედან თავის კარვებიან -კასრებიანად, გზა რომ გაიხსნას? რა უფლებით აქვთ გადაკეტილი ? ამოვიდნენ ყელში რა, მართლა და მართლა!

და ეს არ იქნება პროპორციული-არაპროპორციული არჩევნების კონტრ-აქცია! ეს იქნება პროტესტი იმ უმსგავსობების წინააღმდეგ, რაც იქ ხდება!“ - დაწერა მანჩო გიორგობიანმა

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.