ისევ აფუთფუთდა ნაცების ჯურღმული. ისევ დაიდგა რუსთაველზე კარვები - თამაზ ტყემალაძე

19:46 11-16-2019
2670

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ცნობილი ქართველი პუბლიცისტი და ფილოლოგი თამაზ ტყემალაძე გამოეხმაურა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ისევ აფუთფუთდა ნაცების ჯურღმული. ისევ დაიდგა რუსთაველზე კარვები. აი, უსახური, გოდორის მსგავსი დედაკაცებიც… რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალიდან ფსლის და განავლის სუნი მოედება შემოგარენს. იპურჭყებიან წვეროსანი ახვრები. გუშინ ბელადი სააკიანი იხილეს ტელევიზიით, გათხლეშილ კაიფში იყო. მაინც ცინცხალი მოწოდებით გამოვიდა. ფუი, ამგვარ ყოფას. გოდორა დედაკაცები ლობიოს ხარშავენ, აქვე არიან ხმარებიდან გამოსული ლიდერები; ბაში-აჩუკ ქარდავა, წიკლაური, ბურჯნაძე და სხვა მამაძაღლები. როდემდე, ჩემო სამშობლო?“, - წერს თამაზ ტყემალაძე.

2 ნოემბერს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ცნობილი პუბლიცისტისფილოლოგისა და ჟურნალისტის, ღირსების ორდენის კავალერის, თამაზ ტყემალაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამო გაიმართა.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გამართულ საიუბილეო საღამოს თამაზ ტყემალაძის მეგობრები და კოლეგები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.