მიჭერთ რაზე, ისიც არ იცით თქვენი დედა - დაკავებულმა კვიციანმა მოსამართლეს აგინა (ვიდეო)

19:24 11-16-2019
559

საქალაქო სასამართლომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ბრალდებულმა ბექა კვიციანმა გინება დაიწყო. ამის შემდეგ ის დარბაზიდან გაიყვანეს.

მოსამართლემ, ბრალდებული აგრესიულობის გამო სასამართლო პროცესის მის გარეშე ჩატარება გადაწყვიტა. ამასთან, მოსამართლე ნატა ხუჯაძემ კვიციანის ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო სხდომა დაიხურა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.