„ყვითელჟილეტიანების“ პროტესტის იუბილეზე პოლიციელებმა აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს

17:44 11-16-2019
15

პარიზში პოლიციამ აქციის სულ მცირე 33 მონაწილე დააკავა, რომლებიც „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაციაზე გამოვიდნენ. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

Reuters-ის ინფორმაციით, დემონსტრანტები ცდილობდნენ მოძრაობის გადაკეტვას, თუმცა პოლიციამ მათ ხელი შეუშალა. 

გასული წლის 16 ნოემბერს დაიწყო „ყვითელჟილეტიანების“ აქცია. დღეს საპროტესტო აქციების წლისთავი იყო. თავიდან მოქალაქეები ბენზინზე ფასების მატებას აპროტესტებდნენ, შემდეგ ეკონომიკურ რეფორმებს და საბოლოოდ კი მათ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის გადადგომა მოითხოვეს. 

„ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე 300 ათასი ადამიანი შეგროვდა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში რაოდენობამ იკლო.