ჩამომხრჩვალი შვილი პირველად დედამ ნახა - 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობის საქმეზე ახალი დეტალია ცნობილი

17:33 11-16-2019
8968

„ბავშვის დედა გორის რაიონში იყო გათხოვილი, რამდენიმე ხნის წინ ქმარს გაშორდა და ყინწვისში მშობლებთან დაბრუნდა. ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავდა, გოგონა მამას დაუტოვებია, აღსაზრდელად, ვაჟი კი დედამ წამოიყვანა. არავინ იცის, რა მოხდა და - რატომ. შესაბამისი ორგანოები იკვლევენ მომხდარს. დიდი უბედურება ტრიალებს ოჯახში და ვუთანაგრძნობთ ჭირისუფალს“, - „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ზღუდერის თემის წარმომადგენელმა, იური ქობესაშვილმა.

„ახლა ვესაუბრე ოჯახს. ტრაგედიის გამომწვევი სავარაუდო მიზეზიც კი არ არსებობს. ბავშვს არც ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა და არც რამე თამაშდამოკიდებულება. ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. თავზარდაცემულია მთელი სოფელი, - განაცხადა ყინწვისის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა, მადონა სხირტლაძემ.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში, დღეს, გამთენიისას, დედამ 11 წლის ვაჟი ჩამომხრჩვალი იპოვა. საქმე შსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა.