ნიკოლას კეიჯი ფილმში ნიკოლას კეიჯის როლს შეასრულებს

17:26 11-16-2019
71

კომპანია Lionsgate-ი მართავს მოლაპარაკებებს ფილმთან დაკავშირებით, რომელშიც ნიკოლას კეიჯმა ნიკოლას კეიჯის როლი უნდა შეასრულოს. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს. 

სცენარის მიხედვით, ნიკოლას კეიჯი, რომლის ფილმები ამ ბოლო დროს მუდმივად ვერ ამართლებს იმედებს, ცდილობს მოიპოვოს როლი კვენტინ ტარანტინოს ფილმში. 

ფილმის სამუშაო სახელია - „უდიდესი ნიჭის აუტანელი სიმძიმე“. მისი გადაღება ჯერჯერობით არ დაუწყიათ, თუმცა სოცქსელებში მასზე უკვე აქტიურად საუბრობენ.