მამუკა ხაზარაძე - „ლელო" საერთო სახალხო პროტესტს უერთდება

17:23 11-16-2019
54

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანების სახელით, რომელთაც საკუთარი სისხხლით მოიპოვეს 20 ივნისის მთავარი მონაპოვარი - სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ მოძრაობას „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი. ის ახლა ცდილობს მიიტაცოს არა მხოლოდ ქვეყანა , არამედ ამ ქვეყნის თითოეული ადამიანი, მათი ხმა, ნება და თავისუფლება!

„ლელო ეუერთდება საერთო სახალხო პროტესტს და მოგიწოდებთ ყველას! შევიკრიბოთ ხვალ, 3 საათზე, ოპერის თეატრთან, რათა ერთად შევუერთდეთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე.

ჩვენ არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით. რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანების სახელით, რომელთაც საკუთარი სისხხლით მოიპოვეს 20 ივნისის მთავარი მონაპოვარი - სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარება,“ - წერს ხაზარაძე.