როგორ ებრძვის რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო სოხუმის უღელტეხილზე ხანძარს

16:45 11-16-2019
80

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი დღეს დილიდან სოხუმის უღელტეხილზე, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩაერთო.

პირველი ხანძარი სოხუმის უღელტეხილზე კვირას, 10 ნოემბერს აღმოაჩინეს. აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ განაცხადა, რომ სოხუმის უღელტეხილზე ხანძრის ყველა კერის ჩაქრობას მინიმუმ ორი დღე დასჭირდება, რადგან მისივე ინფორმაციით, ხანძარი ფართომასშტაბიანია.

სოხუმის უღელტეხილზე ხანძარი ას ჰექტარზეა გავრცელებული.

ავტორი : თეა შონია