აზერბაიჯანში ქალებზე ძალადობის საპროტესტო აქციამ პოლიტიკური სახე მიიღო

16:27 11-16-2019
178

აზერბაიჯანში ცნობილი ოპოზიციონერის ფუად გახრამალნის ქალიშვილმა სელჯანმა განაცხადა, რომ მამისი სცემდა მას, მის დას და დედამისს. ოპოზიციის მომხრეებმა ამაში პოლიტიკური მოტივი დაინახეს. ქვეყანაში, სადაც ძლიერია ოჯახური ფასეულობები, საზოგადოებამ უეცრად დაიწყო ოჯახურ ძალადობაზე მასობრივად ლაპარაკი. 

„არა ოჯახურ ძალადობას“ - ბაქოში, ქალაქის ცენტრში ქალებმა აქცია გამართეს, თუმცა პოლიციელებმა მათ ხელი შეუშალეს და პლაკატები ჩამოართვეს. კადრებზე ჩანს, რომ პოლიციელები ქალებს აგრესიულად ეპყრობიან.

ოქტომბრის ბოლოს ბაქოში 2 საპროტესტო აქცია ჩატარდა. პირველი აქცია ითხოვდა ევროპის კონვენციის რატიფიკაციას, რომელიც ოჯახურ ძალადობას და ქალებზე ძალადობას ეხებოდა, ხოლო მეორე აქციაზე ოპოზიცია მოუწოდებდა ხელისუფლებას ქალაქის ცენტრში ჩატარებულიყო პროტესტები

ორივე აქცია პოლიციამ დაშალა. მათი ორგანიზატორები მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, თვითონ აღმოჩნდნენ სხვადასხვა ბარიკადების მხარეს. აზერბაიჯანული საზოგადოება გაიყო არამხოლოდ იმ ნაწილებად ვინ უჭერს მხარს ხელისუფლებას და ვინ არა, ასევე ვინ უშვებს ოჯახურ ძალადობას და ვინ არა. 

აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2018 წელს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის 1175 ფაქტი დაფიქსირდა, რის შედეგადაც 47 ადამიანი დაიღუპა, უმრავლესობა ქალები.