სოფელ ყინწვისში 11 წლის მოზარდი ჩამომხრჩვალი იპოვეს

15:14 11-16-2019
1033

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყინწვისში 11 წლის ბავშვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.