უმრავლესობაში კვლავ საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსია - გია ვოლსკი

13:47 11-16-2019
13

უმრავლესობის ლიდერი გია ვოლკის ასევე უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებზე დასმულ კითხვაზე ამბობს, რომ „უმრავლესობაში კვლავ საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსია“

ამის შესახებ გია ვოლსკიმ დღეს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამის გამო უმრავლესობა დეპუტატებმა დატოვეს, მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი, მარიამ ჯაში, გიორგი ბეგაძე, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე და გიგა ბუკია.